
ოზურგეთის მერიის შენობაზე ბანერის - "თავისუფლება მიშას" გადმოფენის გამო ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სამართალდამრღვევად ცნო.
ოქმი ოზურგეთის მერიამ, ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე შეადგინა.
მოსამართლემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კანონდამრღვევებად ცნო, თუმცა 50-ლარიანი ჯარიმა სიტყვიერი შენიშვნით შეცვალა.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა, ოზურგეთის მერიის შენობაზე ბანერი წარწერით - "თავისუფლება მიშას" გადმოფინეს და ასევე ბიძინა ივანიშვილის სახლის შესასვლელთან, "თავისუფლება მიშას" დაწერეს.