თავში

სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში მოკლული 23 წლის ნიკა კვარაცხელიას საქმეში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია, რომელიც გიორგი კავილაძისა და ალეკო ჭელიძის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით, ორივე ბრალდებულის წინააღმდეგ მყარი მტკიცებულებები არსებობს.

"ორივე ბრალდებულის მიმართ არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ მათ წინასწარ, ჯგუფურად ჩაიდინეს განზრახ მკვლელობა. ეს დადგენილია და ასევე, მათ შეიძინეს ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღი მათ საწინააღმდეგოდ და საბრძოლო მასალა, რომელსაც ინახავდნენ და ატარებდნენ.ამ ყველაფრის მიზანი იყო ის, რომ მოეკლათ ნიკოლოზ კვარაცხელია,"- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

დაცვის მხარისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელია, ბრალდების მხარის პოზიცია კი აზრსმოკლებული და დაუსაბუთებელი. ორივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს..

"როდესაც ვთქვი სასამართლოში, გთხოვთ, მაჩვენოთ, წარმოადგინოთ მოცემული საფრთხები, პასუხი ვერ მივიღე. მხოლოდ სიტყვებზეა საუბარი, უბრალოდ ამბობენ, რომ არსებობს ეს საფრთხე. მხოლოდ ამისთვის ჩვენ ადამიანი უნდა დავტოვოთ პატიმრობაში?,"- ამბობს გიორგი კავილაძის ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი.

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს 7 ოქტომბერს წყნეთში დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system