თავში

სასამართლომ ნოდარ რუხაძე და გიორგი შოთაძე სამართალდამრღვევებად არ ცნო

სასამართლომ ნოდარ რუხაძე და გიორგი შოთაძე სამართალდამრღვევებად არ ცნო
სასამართლომ ნოდარ რუხაძე და გიორგი შოთაძე სამართალდამრღვევებად არ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 დეკემბერს გამთენიისას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული ნოდარ რუხაძე და გიორგი შოთაძე სამართალდამრღვევებად არ ცნო. 

კიდევ ერთი პირის რომან ფარულავას მიმართ კი მოსამართლემ გამამტყუნებენი განაჩენი გამოიტანა. ის  წვრილმან ხულიგნობაში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system