თავში

სასამართლომ ოთარ ფარცხალაძე გაამართლა

სასამართლომ ოთარ ფარცხალაძე გაამართლა
სასამართლომ ოთარ ფარცხალაძე გაამართლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე გაამართლა.

ფარცხალაძის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მტკიცებულებები არ არსებობდა, ასევე არ არსებობს არცერთი პირდაპირი ჩვენება მის წინააღმდეგ, რაც მისი გამართლების საფუძველი გახდა.

„ეს არის საქმე სადაც დაზარალებულად ცნობილი პირი სასამართლოს განუმარტავს, რომ მას უცნობმა პირებმა მიაყენეს დაზიანება, ეს არის მისი განმარტება. ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადაც პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია, სადაც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზამ ვერ მოახდინა პირის იდენიფიცირება.

თავად დაზარალებულად ცნობილი თორდია საგამოძიებო ორგანოს განუმარტავს, რომ მან არ იცის ვინ მიაყენა დაზიანება ხუთი თუ ათი კაცი მიტყამდაო, ამ პირობებში, სწორედ ეს გახდა საფუძველი, რომ ოთარ ფარცხალაძის მიმართ მტკიცებულებები არ იყო. ეს არის საქმე, სადაც არც ერთი პირდაპირი ჩვენება არ არსებობს, რომ ფარცხალაძემ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა. ობიექტური გადაწყვეტილება გამოიხატებოდა, რომ სასამართლოს შეეფასებინა წარმოდგენილი მტკიცებულებები, სადაც მტკიცებულებები არ არსებობს და ფიზიკურად შეუძლებელია ყოფილიყო. დაზარალებული განმარტავს, რომ უცნობმა პირებმა მიაყენეს დაზიანება და არა ოთარ ფარცხალაძემ, მოლოდინი იყო რომ უნდა დამდგარიყო გამამართლებელი განაჩენი რაც რეალურად მოხდა კიდეც. რაც შეეხება მიხეილ ჩოხელს, ამ შემთხვევაში ერთადერთი ხელჩასაჭიდი, მიუხედავად იმისა, დაზარალებულმა განმარტა, რომ ეს ადამიანი მიამსგავსა, თუმცა ეს სხვა მტკიცებულებებით არ დამტკიცდა, ჩოხელის მიმართ მხოლოდ ეს მიმსგავსება გამოიყენა სასამართლომ მტკიცებულებად, რაც დადასტურებულ ფაქტად არ არის“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფაქცხალაძეს ბრალი 2017 წლის 13 მაისს აუდიტის სამსახურის მაშინდელი უფროსის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე 2018 წლის 5 ნოემბერს წარედგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system