თავში

სასამართლომ პედაგოგები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა

სასამართლომ პედაგოგები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა
სასამართლომ პედაგოგები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული ორი პედაგოგისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე 5000 ლაირანი გიარაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე იოსებ აბრამიძემ პროკურატურის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და პედაგოგები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

გადაწყვეტილებას არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალდება.

საქმის პროკურორის, ოთარ სამუნაშვილის განცხადებით, პროკურატურა გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, ლაგოდეხის ნაკრძალში, ნინოსხევის ჩანჩქერზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე, პროკურატურამ ბრალდება სკოლა ,,ალბიონის" პედაგოგებს წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, სკოლა ,,ალბიონის” XI2 კლასის მოსწავლეები, აღმზრდელის ნ.ს-ს ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, სკოლის კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, ,,ნინოსხევის ჩანჩქერის“ მოსანახულებლად. სკოლის დირექტორის ბრძანების მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზება და მასზე პასუხისმგებლობა დაევალა ნ.ს-ს.

ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system