თავში

სასამართლომ პროკურატურას "ტვ პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა

სასამართლომ პროკურატურას "ტვ პირველიდან" მასალების ამოღების უფლება
სასამართლომ პროკურატურას ტვ პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "TV პირველიდან" მასალების ამოღების ნებართვა მისცა. საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს.

თუმცა პროკურატურამ არა სკანდალური აუდიო ჩანაწერები, არამედ, კონვერტი და ელექტრონული მატარებელი მოითხოვა, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს. 

ტელეარხის წამყვანი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ პროკურატურის მიზანია არა ფაქტების მოკვლევა, არამედ გავიდნენ წყაროზე. იგი აცხადებს, რომ ჟურნალისტები დაიცავენ წყაროს.

"მოსამართლის განჩინებითა და პროკურორის შუამდგომლობით ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ, მათი მიზანია, როგორმე, პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ წყარო. როგორც პირდაპირ არ ვუთხრათ დაკითხვის დროს ინფორმაცია, ასევე არ მივანიშნოთ, წყაროსთან დაკავშირებით", - აცხადებს მელაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system