თავში

სასამართლომ ზვიად კუპრავა დამნაშავედ ცნო

სასამართლომ ზვიად კუპრავა დამნაშავედ ცნო
სასამართლომ ზვიად კუპრავა დამნაშავედ ცნო

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობაში დატოვა, თუმცა 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა მიიღო. 

კუპრავა ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის ფაქტზე 126-ე, ძალადობის მუხლით იხდის სასჯელს. 

ირაკლი ზაქარეიშვილის მტკიცებით, ზვიად კუპრავა რამდენიმე თვის წინ, მას სასამართლოს ეზოში თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს. მას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რაც სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტს გულისხმობს, ცხრა თვით პატიმრობა მიესაჯა და პატიმრობის ვადა 24 ნოემბერს ეწურება. იმ შემთხვევაში თუ კუპრავა მოსამართლის მიერ დაკისრებულ 1000 ლარიან ჯარიმას არ გადაიხდის, 24 ნოემბერს საპყრობილეს ვერ დატოვებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system