თავში

სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ვასაჩივრებთ - ზურაბაშვილის ადვოკატი

სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ვასაჩივრებთ - ზურაბაშვილის
სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ვასაჩივრებთ - ზურაბაშვილის ადვოკატი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებს, - ამის შესახებ Report.ge-ს ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ისინი ფიქრობენ, რომ სააპელაციო სასამართლო მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს და  ლევან ზურაბაშვილს პატიმრობიდან გაათავისუფლებს.

"გასაჩივრების დრო ხვალ 12:00 საათამდე გვაქვს, მაგრამ დღეს ვაპირებთ სააპელაციო სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას და სააპელაციო სასამართლოსგან ველით, რომ აუცილებლად დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას და გაათავისუფლებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პატიმრობიდან. ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით ჩვენ კვლავ 1000 ლარიან გირაოს ვითხოვთ", - განუცხადა გიორგი ჭოჭუამ Report.ge-ს. 

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს, ლევან ზურაბაშვილის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 20 ნოემბერს, 31 წლის ლევან ზურაბაშვილი შეიჭრა და იქ მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მან მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა.

საქართველოს პროკურატურამ, ლევან ზურაბაშვილს მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი, საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system