თავში

სასამართლოში გიორგი გაბუნიას დაკითხვა დასრულდა

სასამართლოში გიორგი გაბუნიას დაკითხვა დასრულდა
სასამართლოში გიორგი გაბუნიას დაკითხვა დასრულდა

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაკითხვა დასრულდა. მან გამოძიებას ჩვენება მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცა.  როგორც გიორგი გაბუნიამ განაცხადა, ის მწირ ინფორმაციას ფლობს რაზეც გამომძიებელტან ისაუბრა. 

"ძირითადად აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, საიდან მქონდა ინფორმაცია და მე ვთქვი, რომ ინფორმაციის 2 წყარო მყავდა. ეს ინფორმაცია მე მქონდა ნიკა გვარამიასგან და ჩემი დაცვისგან. მათ ასევე ჰქონდათ კითხვები, რატომ არ მივმართე შესაბამის ორგანოებს, რადგან ნიკა გვარამიასგან ვიცოდი, რომ მისი წყარო იყო თავად სუს-ი და მე ნიკა გვარამიას ვენდობი, ამიტომ არანაირი აზრი არ ჰქონდა სახელმწიფო ორგანოებთან მიმართვას ამ ინფორმაციით",-განაცხადა გიორგი გაბუნიამ. 

ტელეკომპანია "მთავარი არხის" მტკიცებით, თბილისში დააკავეს პირი, რომელიც ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ნიკა გვარამიას თქმით, აღნიშნული პირი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთას ასრულებდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 15 ივნისს განცხადება გაავრცელა.

მოგვიანებით სუს-ში ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა არც ერთი მათგანი უწყებაში არ მივიდა. მათ მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system