თავში

სასამართლოში მარიანა ჩოლოიანის პროცესი მიმდინარეობს

სასამართლოში მარიანა ჩოლოიანის პროცესი მიმდინარეობს
სასამართლოში მარიანა ჩოლოიანის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის პროცესი მიმდინარეობს. პროცესს არ ესწრება თავად ბრალდებული. მარიანა ჩოლოიანმა ქალთა მე-5 დაწესებულებიდან სასამართლოსთვის გამოგზავნილ განცხადებაში აღნიშნა, რომ ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პროცესს ვერ დაესწრებოდა.  

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შეუძლოდ არის და ის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

საქმის პროკურორის ლევან ქუთათელაძის განცხადებით, ჩოლოიანის წინააღმდეგ არსებობს მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის, პოლიციის განყოფილებაში მყოფი პირების. ქუთათელაძე ასევე აცხადებს, რომ ჩოლოიანის საქმეზე ჩვენებები მიცემული აქვთ პოლიციელებსაც და მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ჩოლოიანის მხრიდან დანაშუალის ჩადენის ფაქტი.

“ალბათობის მაღალი ხარისხით არსებობს მტკიცებულობათა ერთობლიობა, რომ ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანის მიერ ჩადენილი იქნა 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ორი ეპიზოდი. საქმეში მოიპოვება დაზარალებულის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენებები, ასევე ნეიტრალური მოწმეთა ჩვენებები, ასევე პოლიციის განყოფილებაში მყოფი პირების ჩვენებები, ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც ალბათობის მაღალი ხარისხით ადასტურებს, რომ მარიანა ჩოლოიანმა ჩაიდინა დანაშაული”, – განაცხადა ქუთათელაძემ.

შეგახსენებთ, მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩოლოიანმა არასრულწლოვანთა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.

15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, დაკითხვის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. მოზარდი 17 დეკემბერს იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system