თავში

სასამართლოში მიხეილ კალანდიას პროცესი მიმდინარეობს

სასამართლოში მიხეილ კალანდიას პროცესი მიმდინარეობს
სასამართლოში მიხეილ კალანდიას პროცესი მიმდინარეობს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე  დავით სარალიძის  მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში  პროცესი მიმდინარეობს.

ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატის,  ზურაბ თოდუას თქმით, სასამართლო პროცესზე დღეს მოწმეები დაიკითხებიან.

„ მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა. წარმოდგენილია სავარაუდოდ, ორი სრულწლოვანი. ვნახოთ, რა ინფორმაციებს მიაწვდიან და იმის მიხედვით გვექნება კითხვები“, - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ სასამართლო სხდომის დაწყებამდე.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მოხდა. ახალგაზრდებს შორის მოხდარი დაპირისპირების შედეგად ორი არასრწულოვანი - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. მიხეილ კალანდიას დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას ედავებიან.
ოჯახი და ადვოკატი კალანდიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system