თავში

საუზმეზე უარის თქმის გამო მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოტანილია

საუზმეზე უარის თქმის გამო მომხდარი მკვლელობის ს
საუზმეზე უარის თქმის გამო მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოტანილია

მამაკაცს, რომელმაც სამტრედიაში ცოლი მოკლა 15 წლით პატიმრობა მიესაჯა. მკვლელობის მიზეზად საუზმის მომზადებაზე უარის თქმა სახელდება. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ინფორმაცია "რუსთავი 2"-მა გავრცელა. 

"მე გავბრაზდი ჩემს მეუღლეზე და დავუყვირე მას, სახლში მოტანილის გაკეთებაც არ გინდა-თქო. ავიღე მაგიდიდან ზემოაღნიშნული მუქტარიანი დანა, რომელიც დავიჭირე შეშინების მიზნით, დანიანი მარჯვენა ხელი მოვიქნიე ჩემი მეუღლის მიმართულებით, თუმცა ჩემ მიერ მოქნეული ხელი, ჩემს მეუღლეს მოხვდა მარცხენა მხარეს, კისრის არეში, საიდანაც წამოვიდა სისხლი,"- წერია მსჯავრდებულის ჩენებაში.

მკვლელობა სამტრედიაში 2020 წლის დეკემბერში მოხდა, 32 წლის მამაკაცმა ცოლს დანით ჭრილობა ყელის არეში მიაყენა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system