თავში

საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესი ბრალდებულის გარეშე მიმდინარეობს

საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესი ბრალდებულის გარეშე მიმდინარეობს
საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესი ბრალდებულის გარეშე მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდეტნის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ადვოკატების თქმით, მიხეილ სააკაშვილი სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ესწრება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

ამასთან, ორ საქმეზე მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი გასამართლებულია სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით და ვალერი გელაშვილის საქმეზე. გამოძიება გრძელდება 7 ნოემბრის და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის (ე.წ. პიჯაკების საქმე) საქმეებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system