თავში

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის სასამართლო პროცესი გაიმართება. სახელმწიფო ბრალმდებელი მე-3 პრეზიდენტს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.

სხდომა საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვარაუდობს, რომ მას არც დღეს მისცემენ პროცესზე დასწრების უფლებას.

ბექა ბასილაიამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ აღნიშნულ საქმეზე უკვე თითქმის ერთი თვეა მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარუდგინეს და ამ დრომდე სასამართლო პროცესს არ ნიშნავდნენ.

"საზღვრის კვეთის საქმეზე უკვე ლამის ერთი თვეა მიხეილ სააკაშვილს წარუდგინეს ბრალდება, მაგრამ ამ დრომდე სასამართლოში არ წაუღიათ საქმე, მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა ქართველი ხალხისთვის, საზოგადოებისთვის. პროცესი ხვალ ჩანიშნეს და ეცდებიან მიზეზად კვლავ მოიტანონ სუს-ის მითიური გამოძიება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება და ამ საქმეზე ხვალინდელი პროცესი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტულ მიზნებს. მათ აქვთ შიში მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრების და არც ხვალინდელ პროცესზე არ ეცდებიან მიხეილ სააკაშვილის მოყვანას. სულ მიხეილ სააკაშვილი, რომ ყოფილიყო უაღრესად ჯანმრთელი, ამ პერიოდის მანძილზე მოიმიზეზებდნენ სხვა რამეს და მიხეილ სააკაშვილს არ წარმოადგენდნენ სასამართლოში. ხელისუფლების დისკურსი არის, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდეს პოლიტიკურ ტყვეობაში, აბსოლუტურ იზოლაციაში, რომ მას არ ჰქონდეს საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა. პროცესზე მიხეილ სააკაშვილს პენიტენციური სამსახური და სასამართლოდ წოდებული სუს-ის ფილიალი არ წარმოადგენს. ამ დაწესებულებაში არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, მისი უსაფრთხოება დგას სერიოზული საფრთხის წინაშე“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს ბრალი სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე რუსთავის ციხეში 20 ოქტომბერს წარუდგინეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system