თავში

დაკავებულ წინამძღვარს, სავარაუდოდ, ბრალს დღეს წარუდგენენ

დაკავებულ წინამძღვარს, სავარაუდოდ, ბრალს დღეს წარუდგენენ
დაკავებულ წინამძღვარს, სავარაუდოდ, ბრალს დღეს წარუდგენენ

ყინწვისის მამათა მონასტრის დაკავებულ წინამძღვარს ბრალს, სავარუდოდ, დღეს წარუდგენენ. მამა დავით აქიაშვილს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

სამართალდამცველებმა სასულიერო პირი 27 აპრილს დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system