თავში

სექსზე უარის თქმის გამო ქალს 35 ჭრილობა მიაყენა - დანაშავეს 17 წელი მიუსაჯეს

​სექსზე უარის თქმის გამო ქალს 35 ჭრილობა მია
სექსზე უარის თქმის გამო ქალს 35 ჭრილობა მიაყენა - დანაშავეს 17 წელი მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელმაც გასული წლის ნოემბერში ბათუმში ქალი მოკლა, დღეს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 

ზაზა დავითაძემ ნაცნობ ქალს დანით 35 ჭრილობა მიაყენა. 

"ყოველ ჯერზე, როცა დანას ურტყამდნენ, ქალი ამას გრძნობდა და აუტანელ ტკივილს განიცდიდა",- თქვა პროკურორმა სასამართლო სხდომაზე. 

პროკურატურის ვერსიით, 43 წლის ზაზა დავითაძემ ტატიანა ჩინჩიკი სექსუალურ მომსახურებაზე უარის თქმის გამო მოკლა. ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 

გარდაცვლილი, შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ, მეგობარმა ნახა. 

გამოძიება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system