თავში

შაბათსვე იცოდნენ ამის შესახებ - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

შაბათსვე იცოდნენ ამის შესახებ - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი
შაბათსვე იცოდნენ ამის შესახებ - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატების განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის არგუმენტები, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება არ ეძლევა, აბსურდია. 

მათი თქმით, კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რომ მესამე პრეზიდენტს დაცვის უფლებაც წაართვეს.

"დღეს კიდევ ერთხელ ვხვდებით მოწმე იმის, რომ მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, რომ სასამართლო გაუქმებულია. ჯერ კიდევ შაბათ დღეს იცოდა სასამართლომ, რომ თურმე, რომ პენიტენციური სამსახური არ აპირებდა მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანას სასამართლოში. ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის ფონზე, მაშინ როდესაც ყოველ წუთს ვსაუბრობთ ჩვენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები უნდა შედგეს და სააკაშვილს უნდა მიეცეს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, პენიტენციურ სამსახურს პირში წყალი ჰქონდა დაგუბებული. სასამართლოც ალბათ ტექნკურ მიზეზსს იტყვის, კანცელარიაში იყო და არ ვიცოდითო, შაბათ დღეს ეს პოზიცია უკვე არსებობდა, შაბათს უკვე იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს აქ სასამართლო პროცესზე არ მოიყვანდნენ", - თქვა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში გადაყვანაზე ისევ უარი განაცხადა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად და უწყებიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის წარმოდგენა სასამართლო სხდომის დარბაზში მისი უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.

ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ ეტაპზე მსჯავრდებულ სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, რის გამოც, უწყების მტკიცებით, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის.

ცნობისთვის, დღეს თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესი, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system