თავში

შაქარაშვილი ჯერ კიდევ უგონო მდგომარეობაში ექიმმა ნახა - გვარამია

შაქარაშვილი ჯერ კიდევ უგონო მდგომარეობაში ექიმმა ნახა - გვარამია
შაქარაშვილი ჯერ კიდევ უგონო მდგომარეობაში ექიმმა ნახა -  გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებით, გიორგი შაქარაშვილი ჯერ კიდევ უგონო მდგომარეობაში ექიმმა ნახა, რომელმაც დაასკვნა, რომ ის ვეღარ გადარჩებოდა. 

მისივე მტკიცებით, ამის შემდეგ 19 წლის ფეხბურთელი მდინარეში გადააგდეს. გვარამიას თქმით, მკვლელობის საქმის მთავარი ფიგურანტი ნიკა ჟვანიაა, რომელიც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა და მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა, რაც საქმის გაუხსნელობის გარანტია მიიღო. 

მისივე თქმით, ნიკა ჟვანია მკვლელობის ეპიზოდიდან მფარველებმა განარიდეს.

"ჩვენი მოკვლევით, ჩვენი გამოძიებით და ჩვენი წყაროების ცნობით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის მომარჯვებული საგნის - ე.წ დრინის, გადამწვარი მტკიცებულებების, პროკურატურის ვერსიის შეუძლებლობის და ა.შ. ერთიანობით მივდივართ დასკვნამდე, რომ ამ საქმეში მთავარი ბრალდებული უნდა იყოს ნიკა ჟვანია, რომელიც დღეს მთავარი პასუხისმგებლობის მიღმაა დატოვებული და მისი ბრალი რაში მდგომარეობს არც ვიცით. იგი დაკითხულია ყველაზე გვიან და მგონი ერთადერთხელ. 

გვამი გადაადგილებულია, უფრო სწორედ ჯერ კიდევ სიცოცხლეში არის გადაადგილებული და აქედან მოდის ლაქები წინ და უკან, როგორც ქალბატონმა მარიამ ჯიშკარიანმა თქვა. საქმეში ჩარეულია ექიმი, რომელმაც დაასკვნა, რომ ეს ადამიანი ვერ გადარჩებოდა და ამის შემდეგ ხდება გიორგი შაქარაშვილის წყალში ჩაგდება და პრაქტიკულად ასფიქსია ანუ დახრჩობა კვალის მოშორების მიზნით.

ეს არის ისტორია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე. ახლა რას იზამს პროკურატურა, არის მისი საქმე. ოღონდ ეს საქმე ამ პროკურატურის მიერ თუ არა სხვა პროკურატურის მიერ აუცილებლად გაიხსნება და ბატონი ჟვანიას პასუხისმგებლობაც მოეჩვენებათ ანიმაციად იმ ადამიანებს, ვინც ამ ყველაფერს ხელს აფარებს"  – განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, გიორგი შაქარაშვილს ფერადი შენობის წინ გაუსწორდნენ და ვინაიდან იქ იყო დე-ენ-ემ-ის ნიმუშები, შენობის მიმდებარე ტერიტორია გადაწვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system