თავში

შაქარაშვილის ბიძა: შეიძლება დაინიშნოს დამატებითი ექსპერტიზები

შაქარაშვილის ბიძა: შეიძლება დაინიშნოს დამატებითი ექსპერტიზები
შაქარაშვილის ბიძა: შეიძლება დაინიშნოს დამატებითი ექსპერტიზები

"ორშაბათიდან, შეიძლება დაინიშნოს ექსპერტიზები, რომლებიც გამოძიებას სჭირდება. ვიცი რომ დგას დღის წესრიგში ეს საკითხი,"- ამის შესახებ გარდაცვლილი ფებურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა აცხადებს.

"გადაწყვეტენ ეს იქნება კომპლექსური თუ კომისიური, რომ დეტალურად, ანალიტიკურ დონეზე გაეცეს პასუხი კითხვებს. პირველი ექსპერტიზა არ იძლევა იმის გასაქანს, რომ სრული ანალიზი იყოს. რაც იყო მაქსიმუმი პირველმა ესპერტიზამ გააკეთა თავის ფარგლებში. დამატებითი ექსპერტიზები საჭიროა იმისთვის, რომ დეტალურად შეისწავლონ,"- აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალურიპროკურატურა ავრცელებს.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გაგრძელდება.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system