თავში

შაქარაშვილის საქმე - რამდენიმე არასრულწლოვანმა შესაძლოა ციხე დატოვოს

შაქარაშვილის საქმე - რამდენიმე არასრულწლოვანმა შესაძლოა ციხე დატოვოს
შაქარაშვილის საქმე - რამდენიმე არასრულწლოვანმა შესაძლოა ციხე დატოვოს

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის რაიმე ტიპის ძალადობაში მონაწილეობა არც ერთ მოწმეს არ დაუდასტურებია, დღევანდელ სასამართლო პროცესზე  გამამართლებელ განაჩენს ველოდებით, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის გ.მ.-ს უფლებადამცველმა როსტომ კერესელიძემ განაცხადა.

"ამ სასამართლო პროცესზე უკვე არ განიხილება არანაირი მტკიცებულებ ან სხვა რამე. რაღაცნაირად უკვე უნდა დაადგინოს განაჩენი. გამომდინარე იქიდან, რომ მთელი სასამართლო განხილვის მანძილზე არც ერთმა მოწმემ არ დაადასტურა და არ განაცხადა, რომ გ.მ-ს რაიმე სახის ძალადობაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, ჩვენ ველოდებით, რომ დადგება გამამართლებელი განაჩენი", - განაცხადა ადვოკატმა როსტომ კერესელიძემ. 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ ცუცქირიძის ადვოკატის განცხადებით,  მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ არის და ობიექტურობის შემთხვევაში გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს. 

"დღეს სასამართლო გამოიტანს განაჩენს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელითაც სასამართლომ შეიძლება ნიკოლოზ ცუცქირიძეს დაუკავშიროს რაიმე სახის დანაშაული. შესაბამისად ობიექტურობის შემთხვევაში ჩვენ ველოდებით გამამართლებელ განაჩენს", - განაცხადა არჩილ ბერიანიძემ. 

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. სასამართლო სხდომა დღეს, 15:00 საათზე არის ჩანიშნული.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვანია დაკავებული. მათ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულიგანზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system