თავში

შაქარაშვილის საქმეზე 3 ბრალდებულს, შესაძლოა, პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს

შაქარაშვილის საქმეზე 3 ბრალდებულს, შესაძლოა, პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს
შაქარაშვილის საქმეზე 3 ბრალდებულს, შესაძლოა, პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ნაწილსმ საპროცესო გარიგების შემთხვევაში, შესაძლოა აღკვეთის ღონისძიების სახით შეაფერდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. 

საუბარია  საბა ჩხარტიშვილზე, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეზე, რომლებიც ე.წ საბურთალოელებს წარმოაგდენენ.

ისინი მხოლოდ აგარაკზე განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობდნენ და მათ არაგვის ხიდზე განვითარებულ მოვლენებთან შეხება არ ჰქონიათ.

ინფორმაცია, რომ შესაძლოა, დასახელებულ ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ, არ გამორიცხავს საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი, თუმცა აქვე განმარტავს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით უფლებადამცველებს პროკურატურისთვის არ მიუმართავთ და არც პროკურატურის მხრიდან ყოფილა რაიმე შეთავაზება. 

რაც შეეხება შაქარაშვილის ოჯახის პოზიციას, გარდაცვლილის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ოჯახს ბრალდებულ “საბურთალოელების” მისამართით პრეტენზიები ან რაიმე სახის აგრესია არ აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system