თავში

შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების განაჩენი ცნობილია

შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების განაჩენი ცნობილია
შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების განაჩენი ცნობილია

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის განაჩენი ცნობილია.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, დღევანდელ პროცესზე, ფეხბურთელ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირები - ზ.ხ., აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე, ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი და ნიკოლოზ ქანაშვილი,  დამნაშავედ სცნო და პატიმრობაში დატოვა.

გამოძიება დაკავებულებს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება.

პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე 55-მდე მოწმე დაიკითხა. 

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვნის საქმე, ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system