თავში

შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების სასჯელის ზომა ცნობილია

შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების სასჯელის ზომა ცნობილია
შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების სასჯელის ზომა ცნობილია

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების სასჯელის ზომა ცნობილია. 

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე მაია ოშხარელმა, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ 6 არასრულწლოვანს სასჯელის ზომა განუსაზღვრა: 

ხუთი წლით და სამი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ლ.შ.-ს, ნ.ც-ს და გ.მ.-ს განესაზღვრათ. 

ხოლო, ექვსი წლითა და ცხრა თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ა.ქ- სა და ზ.ხ-ს შეეფარდა, 

3 წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა კი ნ.ქ.-ს განესაზღვრა.

გამოძიება დაკავებულებს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, 13 ნოემბერს, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირები - ზ.ხ., აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე, ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი და ნიკოლოზ ქანაშვილი, დამნაშავედ ცნო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system