თავში

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ სამ პირს ამნისტია შეეხო

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ სამ პირს ამნისტია შეეხო
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ სამ პირს ამნისტია შეეხო

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდში ბრალდებული სამი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი, მასზე ძალადობაში ბრალდებულებს - საბა გოგშელიძეს, საბა ჩხარტიშვილსა და ირაკლი წაქაძეს ამნისტია შეეხოთ.

ცნობისთვის, საბა გოგშელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან მალევე დააკავეს და გასული წლის 11 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ერთ-ერთი ბრალდებულის საბა გოგშელიძის ადვოკატის არჩილ დეკანოზიშვილის ინფორმაციით, სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა გირაოს თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

დაკავებულებს ბრალი აგარაკის ეპიზოდზე სსსკ-ის 120-ე და 126-ე მუხლებით ედებოდათ. ამ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც ძალადობას და სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ამნისტია შეეხო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system