თავში

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები წინასასამართლო სხდომის გადადებას ითხოვენ

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები წინასასამართლო სხდომის გადადებას ითხოვენ
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები წინასასამართლო სხდომის გადადებას ითხოვენ

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდებულთა ადვოკატები წინასასამართლო სხდომის გადადებას ითხოვენ. მათ ამ მოთხოვნით მცხეთის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართეს.

5 ბრალდებულის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს არის ჩანიშნული, თუმცა ადვოკატების განცხადებით, მტკიცებულებების მოსაპოვებლად 2-კვირიანი ვადა საკმარისი არ არის. 

როგორც ბრალდებულთა ადვოკატები განმარტავენ, მათ მიეცათ არაგონივრული ვადა, რადგან პროცესის გამართვამდე ხუთი დღით ადრე მხარეებმა უკვე მტკიცებულებები უნდა გაცვალონ, ხოლო ამ გადაწყვეტილებით მათ რჩებათ თითქმის 9-დღიანი ვადა, რათა ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფთა დასაცავად მტკიცებულებები მოიპოვონ. ამიტომ ისინი სასამართლო სხდომის 40 დღით გადავადებას ითხოვენ.  

ცნობისთის, 12 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნული იყო, რომ გამოძიებამ ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა. ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა საქმის მასალების ჩაბარებაზე უარი თქვეს და მასალების გაუთქმელობაზე ხელი არ მოაწერეს. 13 აგვისტოს კი, ბრალდებულს სახაზინო წესით ადვოკატი დაუნიშნეს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system