თავში

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში ბრალდებული სამი პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ისინი მხოლოდ ნარეკვავის აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში ფიგურირებენ. მათ ძალადობას, ასევე სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან, ხოლო დანარჩენ პირებს კი, ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system