თავში

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ და მისი მამა შიმშილობას იწყებენ

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ და მისი მამა შიმშილობას იწყებენ
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ და მისი მამა შიმშილობას იწყებენ

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამის, თამაზ ხომასურიძის ინფორმაციით, მისი შვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყებას აპირებს.

როგორც მან მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილი პროტესტის ამ ფორმით მოითხოვს, რომ სიცრუის დეტექტორის გამოყენებით დაკითხონ. 

გარდა ამისა, პროკურატურის შენობასთან შიმშილობის დაწყებას აპირებს თავად თამაზ ხომასურიძეც. ხომასურიძე ასევე ამბობს, რომ მას სხვა დაკავებულების მშობლებიც შეუერთდებიან. 

"ჩემმა შვილმა სასამართლო პროცესზე გამოაცხადა, რომ იწყებს შიმშილობას მანამ სანამ არ დაკითხავენ სიცრუის დეტეტორის გამოყენებით, ამ დეტექტორით უნდა დაიკითხოს ასევე ამირხანაშვილი და ის მოწმეები, ვინც მათ წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებებს. 

მეორე მოთხოვნაა აღდგეს მედიასთან კონტაქტი. მან მოითხოვა პროკურორის აცილება, რომელიც ბრალს დებს მას და გაუყალბა ჩემ შვილს ჩვენება. ეს პროკურორი უნდა გადადგეს, თუმცა მოსამართლემ პროკურორის აცილების საკითხი არ დააკმაყოფილა. საპასუხოდ, დემონსტრაციულად დავტოვე დარბაზი და პროკურორს ვუთხარი, რომ სულ მალე ჩემი შვილის ადგილას ის იჯდება. ჩემი შვილის პარალელურად, გენერალურ პროკურატურასთან ვიწყებთ შიმშილობას, შემომიერთდება ჩემი მეუღლეც და სხვა დაკავებულების მშობლებიც, რომლებიც "ქამრიში" ისხდნენ" - განაცხადა დაკავებულის მამამ.  

ცნობისთის, 12 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნული იყო, რომ გამოძიებამ ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა. ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა საქმის მასალების ჩაბარებაზე უარი თქვეს და მასალების გაუთქმელობაზე ხელი არ მოაწერეს. 13 აგვისტოს კი, ბრალდებულს სახაზინო წესით ადვოკატი დაუნიშნეს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system