თავში

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა საქმის მასალების ჩაბარებაზე უარი თქვეს

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა საქმის მასალების ჩაბარებაზე უარი თქვეს
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა საქმის მასალების ჩაბარებაზე უარი თქვეს

გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა საქმის მასალების ჩაბარებაზე უარი თქვეს და შსს-ს შესაბამისი განცხადებით მიმართეს.

ადვოკატების განცხადებით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ საქმის მასალების ჩაბარების შემთხვევაში ხელი უნდა მოაწერონ ინფორმაციის გასაჯაროების დაუშვებლობაზე, რაც მათთვის მიუღებელია. მათი განცხადებით, ეს ადვოკატებს ზღუდავს.

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის შეფასებით, გამოძიებას სურს, რომ მხოლოდ მის მიერ წარმოდგენილი მასალები აჩვენოს საზოგადოებას. 

ადვოკატის თქმით, ამის მიუხედავად, ისინი მაინც შეისწავლიან საქმეს და დაიცავენ ბრალდებულს , რომელიც წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system