თავში

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ადვოკატის აცილება მოითხოვა

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ადვოკატის აცილება მოითხოვა
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ადვოკატის აცილება მოითხოვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ზ.ხ-მ, ადვოკატის აცილება მოითხოვა.

როგორც Report.ge-ს ზ.ხ-ს ადვოკატმა განუცხადა, არასრულწლოვანმა აცილება მოითხოვა იმ მუხლზე, რომელიც ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ითვალისწინებს, ხოლო რაც შეეხება 109- ე მუხლს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ადვოკატი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ის რჩება არასრულწლოვნის უფლებადამცველად.

"ამის მიზეზი იყო ის, რომ ბოლო პროცესთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ ზ.ხ ის ოთხი დღე შიმშილობდა, პროცესზე გახდა ცუდად, რა დროსაც სასამართლოს სთხოვა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა, ვერ შეძლებდა პროცესის გაგრძელებას და სხდომა გადადებულიყო, სასამართლომ ამაზე უარი უთხრა, შესაბამისად მას მიაჩნია, რომ სასამართლოს არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან, აღნიშნულ სასამართლო სხდომებზე თვითონაც აღარ ივლის და ასევე მეც მითხრა, რომ არ ვიარო პროცესებზე. ეს რაც შეეხება 225-ე მუხლს, ხოლო რაც შეეხება 109-ე მუხლს ვრჩები მის ადვოკატად,"- განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system