თავში

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი და ნიკოლოზ რევაზიშვილი უდანაშაულობის დამტკიცებას ნაფიც მსაჯულთა მოსამართლეებთან შეეცდებიან.

რევაზიშვილის გადაწყვეტილების შესახებ Report.ge-ს მისმა ადვოკატმა შოთა კახიძემ განუცხადა. 

კახიძის თქმით, ახლა უკვე საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ თავად ჩაიხედონ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში და განახორციელონ რეალური მართლმსაჯულება.

"ნიკა რევაზიშვილის გადაწყვეტილებით, თუ აქამდე, საზოგადოების ინფორმირება მედიის მეშვეობით ხორციელდებოდა, ახლა უკვე საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ თავად ჩაიხედონ უშუალოდ ამ სისხლის სამართლის საქმეში და თავად განახორციელონ რეალური მართლმსაჯულება. ნიკა რევაზიშვილი უნდობლობას უცხადებს მორჩილ სასამართლო სისტემას და სურს მისი საქმე საზოგადოების წარმომადგენლებმა განიხილონ. პროკურატურა ცდილობს საზოგადოებას შეასაღოს ცრუ მოწმე გური ამირხანაშვილი მსხვერპლად," - განაცხადა კახიძემ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების, არჩილ გაგნიძის, ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკოლოზ რევაზიშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს არსებითად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილვას, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდი ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system