თავში

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვანი პირის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვანი პირის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვანი პირის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

19 წლის ფეხბურტელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვანი პირის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. 

სხდომაზე, უკვე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გადაისინჯება.

პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

ცნობისთის, 12 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნული იყო, რომ გამოძიებამ ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა. ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა საქმის მასალების ჩაბარებაზე უარი თქვეს და მასალების გაუთქმელობაზე ხელი არ მოაწერეს. 13 აგვისტოს კი, ბრალდებულს სახაზინო წესით ადვოკატი დაუნიშნეს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system