თავში

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე, ნიკა ჟვანია ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა კვალიფიკაციას არ ეთანხმება და ბრალდების შემსუბუქებას ითხოვს. 

"ნიკა ჟვანია აღიარებს, რომ ამ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღო. წავიდნენ შემრიგებლის როლით და მათი უბნელების, ორი ადამიანის მოსაძებნად. რაც შეეხება ხელკეტს, ის განმარტავს, რომ მანქანაში ხელში მოყვა და ფიზიკური დაპირისპირების დროს გამოიყენა,"- განაცხადა ნიკა ჟვანიას ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა. 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system