თავში

შაქარაშვილის საქმეზე განაჩენი ცნობილია - LIVE

შაქარაშვილის საქმეზე განაჩენი ცნობილია
შაქარაშვილის საქმეზე განაჩენი ცნობილია - LIVE

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 3 სრულწლოვანს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. მოსამართლემ არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა 2 არასწრულწლოვნის მიმართაც, რომელთა პატიმრობის ვადაც ჯერ განსაზღვრული არ არის. ზ.ხ-სა და აკაკი ქვრივიშვილის განაჩენი 2021 16 მარტს გამოცხადება.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განაჩენი მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ და ამ საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ბიძინა სტურუამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულების მხრიდან ხმაური მოჰყვა. 

განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ესწრებოდა 19 წლის ფეხბურთელის ოჯახი.

მხარეები სხდომათა დარბაზს უკვე ტოვებენ. 

გიორგი შაქარაშვილის დედამ სასამართლოში მისვლისას განაცხადა, რომ ხუთივე ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვდა

საქმის განხილვა თითქმის ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალი ხუთ პირს ჰქონდა წაყენებული. მათგან ორი არასრულწლოვანია, რის გამოც სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

წინა სხდომებზე დაკავებულების ოჯახები აცხადებდნენ, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, სხვა ინსტანციებსა და სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავენ.

შაქარაშვილის დედა საქმეზე ერთხელ არის დაკითხული. ამ შემთხვევის გარდა დღემდე, ის სასამართლო სხდომებზე არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system