თავში

შაქარაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს გაიმართება

შაქარაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს გაიმართება
შაქარაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს გაიმართება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთი ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს, 12:00 საათზე გაიმართება. წინასასამართლო სხდომის თარიღზე დღევანდელ პროცესზე იმსჯელეს.

ადვოკატების თქმით, მათ მიეცათ არაგონივრული ვადა, რადგან პროცესის გამართვამდე ხუთი დღით ადრე მხარეებმა უკვე მტკიცებულებები უნდა გაცვალონ, ხოლო ამ გადაწყვეტილებით მათ რჩებათ თითქმის ცხრადღიანი ვადა, რათა ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფთა დასაცავად მტკიცებულებები მოიპოვონ.

არჩილ გაგნიძემ მისი დაცვის პროცესში სახაზინო ადვოკატის ჩართვა, დღევანდელ სხდომაზე გააპროტესტა და აცილება მოითხოვა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, 27 აგვისტოს წინასასამართლო სხდომაზე იმსჯელებენ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე. ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ საქმე არსებით განხილვას გადაეცემა, რადგან პროკურორის თქმით, საქმეში მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები.

პროკურორის თქმით, საქმის მასალების გაუთქმელობის პირობიდან გამომდინარე მტკიცებულებების შინაარსზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, საქმეში არის დაზარალებულის სტატუსის მქონე მოწმეების ჩვენებები, ასევე ახალი მოწმეების ჩვენებები და ვიდეომასალა.

"ტოიოტა ქამრის“ მეექვსე მგზავრისთვის, ვასილ მახარაძესთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით, პროკურორმა განაცხადა, რომ თუ იარსებებს მტკიცებულებათა ერთობლიობა, მის მიმართაც შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებითსისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. პროკურატურის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system