თავში

შაქარაშვილის საქმეზე ვახტანგ ახვლედიანის დაკითხვა დასრულდა

შაქარაშვილის საქმეზე ვახტანგ ახვლედიანის
შაქარაშვილის საქმეზე ვახტანგ ახვლედიანის დაკითხვა დასრულდა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმის, დაზარალებული ვახტანგ ახვლედიანის დაკითხვა დასრულდა.

თითქმის 4-საათიანი დაკითხვის შემდეგ მან მედიასთან განაცხადა, რომ სხდომაზე გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება დაადასტურა. მისმა ადვოკატმა, კახა წერეთელმა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ვახტანგ ახვლედიანს დასახელებული აქვს, ვინ მიაყენა დაზიანებები.

გამოძიების ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე ვახტანგ ახვლედიანს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რაც ექსპერტიზით არის დადასტურებული და მას დაზარალებულის სტატუსი აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system