თავში

შაქარაშვილის საქმის 7 საათიანი განხილვა დასრულდა

შაქარაშვილის საქმის 7 საათიანი განხილვა დასრულდა
შაქარაშვილის საქმის 7 საათიანი განხილვა დასრულდა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმის შვიდსაათიანი სასამართლო განხილვა, ვიდეომტკიცებულებათა გამოკვლევით და მოწმის დაკითხვით დასრულდა.

დახურულ სხდომაზე საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იაკობ ბრეგვაძე დაიკითხა, რომელსაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული.

მისი ადვოკატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ იაკობ ბრეგვაძეს არ შეუძლია კონკრეტული პირების იდენტიფიცირება და მათი ამოცნობა, ის ადასტურებს, რომ 19 ივნისის ღამეს, მაშინ, როდესაც გიორგი შაქარაშვილთან და სხვა პირებთან ერთად ავტომაგისტრალზე იმყოფებოდა, ადგილზე მოვიდა ავტომობილი და აღნიშნული ავტომობილიდან გადმოსული პირები ახალგაზრდებს თავს დაესხნენ.

დაკავებულების ადვოკატების თქმით კი,  იაკობ ბრეგვაძის ეს ჩვენება არ არის მამხილებელი, რადგან მას არ შეუძლია, ამოიცნოს დაკავებულები.

"გამოიკვლიეს მტკიცებულებები და ასევე, როგორც იცით, დაიკითხა იაკობ ბრეგვაძე. ჯგუფურ ძალადობასა და ორგანიზებას ადგილი არ ჰქონდა. ამ ჩანაწერებიდან ასევე დადასტურდა, რომ „მერსედესისა“ და „ქამრის“ ავტომობილები ცალ-ცალკე მოძრაობდნენ. რაც შეეხება იაკობის ჩვენებას, არათუ უტყუარი, არათანმიმდევრულიც იყო," - განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, ზაქრო გვიშიანმა.

ცნობისთვის, დაკავებულ ექვს არასრულწლოვანხ, ბრალად ედებათ ძალადობა, ძალადობის ორგანიზება და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system