თავში

შაქარაშვილის საქმის სასამართლო სხდომა გადაიდო

შაქარაშვილის საქმის სასამართლო სხდომა გადაიდო
შაქარაშვილის საქმის სასამართლო სხდომა გადაიდო

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომა გადაიდო.

ბრალდებულების ადვოკატებმა მოსამართლეს წერილობით შეატყობინეს, რომ ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებიან. კერძოდ, მათ შაქარაშვილის საქმის სხვა ეპიზოდზე, კორონავირუსით ინფიცირებულ ადვოკატთან ჰქონდათ კონტაქტი.

მოსამართლემ ადვოკატებს კორონავირუსის დამდგენი ტესტის პასუის წარდგენა შემდეგი სხდომისთვის დაავალა.

ადვოკატ ლელა გოგოლაძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულ ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფ ვახტანგ ჩიქოვანთანაც ჰქონდა შეხება, შესაბამისად, ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას ბრალდებულების ტესტირების რეკომენდაციით მიმართავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system