თავში

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრუწლოვანს ციხეში ექსპერტიზა უტარდება

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრუწლოვანს ციხეში ექსპერტიზა უტარდება
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრუწლოვანს ციხეში ექსპერტიზა უტარდება

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვანს ზ.ხ.-ს გლდანის ციხეში ექსპერტიზა უტარდება. საგამოძიებო ღონისძიებაში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად, მისი ადვოკატი, გიორგი გელხაურიც მონაწილეობს.

ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ხომ არ მიუღია 19 ივნისის ღამეს რაიმე სახის დაზიანება არასრულწლოვანს.

გელხაური ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არანაირ კონფლიქტში არ მონაწილეობდა და შესაბამისად, დაზიანებებიც არ აქვს მიღებული.

ცნობისთვის, ზ.ხ. ბრალდებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში, შაქარაშვილის საქმის იმ ეპიზოდში, რომლის მიხედვით, დაპირისპირება ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებულიგანზრახ მკვლელობის მუხლებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 31 ივლისს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system