თავში

შაქარაშვილის საქმეში ორი ახალი ექსპერტი ჩაერთვება

შაქარაშვილის საქმეში ორი ახალი ექსპერტი ჩაერთვება
შაქარაშვილის საქმეში ორი ახალი ექსპერტი ჩაერთვება

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ორი ახალი ექსპერტი ჩაერთვება, - ამის შესახებ შაქარაშვილის ბიძამ და ოჯახის ადვოკატმა განაცხადა. 

მირიან ნიკოლაძის თქმით, დამატებითი ექსპერტიზა დიდი გავლენის მატარებელი იქნება და მასზეა დამოკიდებული, განზრახ მკვლელობის გარდა, სხვა ვერსიების გამორიცხვა. 

,,როდესაც საკითხია დასმული გიორგის მიმართ ძალადობაზე, ამას მოჰყვა თუ არა ბავშვის გონების დაკარგვა და შეეძლო თუ არა შემდეგი ქმედებების განხორციელება, სწორედ ამის გამო, ჩაერთვებიან სპეციალისტები, საუბარია, ნევროლოგსა და ნეიროქირურგზე. ორი ექსპერტი უნდა ჩაერთოს. ეს ექსპერტიზა ძალიან დიდი გავლენის მატარებელი იქნება შემდგომ შედეგებზე, სწორედ მასზეა დამოკიდებული სხვა ვერსიების გამორიცხვა. ექსპერტიზის პასუხის შემდეგ ყველა იურიდიული გზა გახსნილი იქნება 109-ე მუხლის წასაყენებლად", - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system