თავში

შალვა თადუმაძე ეკა გიგაურს უჩივის

შალვა თადუმაძე ეკა გიგაურს უჩივის
შალვა თადუმაძე ეკა გიგაურს უჩივის

ყოფილი გენერალური პროკურორი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძე მისი დიპლომის თაობაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს, ცილისწამებისთვის უჩივის.

TI-ს ცნობით, თადუმაძე ცილისწამებად ეკა გიგაურის შეფასებებს მიიჩნევს, რომელშიც ის ეჭვქვეშ აყენებს შალვა თადუმაძის კვალიფიკაციას და მისი დიპლომის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან.

თადუმაძე ითხოვს, მის დიპლომთან დაკავშირებით ეკა გიგაურს დავის დასრულებამდე ნებისმიერი ფორმით, საჯაროდ საუბარი აეკრძალოს.

"დიპლომში მითითებულია, რომ თადუმაძე ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს, მაშინ როდესაც დაწესებულებამ ლიცენზია 1994 წელს მიიღო; 

1993 წელს შალვა თადუმაძე მხოლოდ 15 წლის იყო. საეჭვოა ამ ასაკში პირს საშუალო სკოლის დასრულება და შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლების მოპოვება მოესწრო; 

საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდებად მითითებულია „ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“ მაშინ, როდესაც აღნიშნული სახელწოდება მას 2003 წელს ეწოდა, ხოლო დიპლომი გაცემულია 1998 წელს", - ნათქვამია TI-ს განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემა მძიმე გამოწვევების წინაშეა და მიუკერძოებელი, ობიექტური მართლმსაჯულების მოლოდინი არ გვაქვს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" საკუთარ ინტერესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში დაიცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system