თავში

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე რაფაელ მურსაკულოვს ბრალდება დღეს წარუდგინა.

შეგახსენებთ, 30 ივლისს, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა.

ქალს საგანგებო სიტუაციების სამსახურის 100-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით უცხოელი და ქართველი მოხალისე ეძებდა. 31 ივლისს შანაე ბრუკის ცხედარი მთაწმინდაზე იპოვეს.

თავდაპირველად, საპოლიციო უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ახლა კი საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე 8 სექტემბერს დააკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system