თავში

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ
შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ 33 წლის რაფაელ მურსაკულოვს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.

ბრალდებულის ადვოკატის, სოფიო გოგლიჩიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს.

"ბრალის წარდგენამდე შევხვდები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ჩამოვყალიბდებით კიდევ პოზიციებზე. 

რისთვისაც არის იგი დაკავებული, ამ ფაქტებს არ აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს, მას არანაირი შეხება გარდაცვლილ ქალბატონთან არ ჰქონია. ნახვითაც კი არასდროს ჰყავს ნანახი",- აცხადებს ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე.

შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე 8 სექტემბერს დააკავა.

ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს. 

დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც წინა საღამოს, შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ტურისტს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.

ქალს საგანგებო სიტუაციების სამსახურის 100-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით უცხოელი და ქართველი მოხალისე ეძებდა. 31 ივლისს შანაი ბრუკის ცხედარი მთაწმინდაზე იპოვეს.

თავდაპირველად, საპოლიციო უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ახლა კი საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system