თავში

შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურაში საგანგებო განცხადება გაკეთდა

შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურაში საგანგებო განცხადება გაკეთდა
შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურაში საგანგებო განცხადება გაკეთდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურაში საგანგებო განცხადება გაკეთდა. საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, რატომ არ აღმოჩნდათ ბრალდებულ პირებს გიორგი შაქარაშვილის ბიოლოგიური მასალა არაერთი ექსპერტიზის მიუხედავად. 

პროკურორი თქმით, დნმ-ის კვალი არც შაქარაშვილის სხეულზე აღმოჩნდა, ვინაიდან, ის წყალში 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

,,შეუძლებელია, ადამიანი ამდენი ხანი წყალში იმყოფებოდეს და მასზე ან დნმ-ის კვალი დარჩეს ან მიკრონაწილაკები, თუნდაც ფრჩხილებში. რა თქმა უნდა, ამ ექსპერტიზის დასკვნებში საუბარია იმაზე, რომ ბრალდებულების მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა ტანსაცმელზე. ბრალდებულებს, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და როდესაც მათგან ნიმუშები ავიღეთ, ფრჩხილები ფაქტობრივად ყველას ჰქონდა დაჭრილი. ისინი მოემზადნენ და ისე მოვიდნენ საგამოძიებო ორგანოებში, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ტანსაცმელზე მათ უკვე იცოდნენ წინასწარვე, რომ არანაირი კვალი არ იქნებოდა. შესაბამისად, მათ არა მხოლოდ ტანსაცმელზე და უშუალოდ თავის სხეულზე, არამედ ტელეფონებშიც წაშალეს ინფორმაციები და ყველა შესაძლო მტკიცებულება, რომელიც მათ ხელთ იყო იმ დროისთვის. ჩვენ ვთვლით, რომ მათ წაშალეს და გამოძიებას მოუსპეს შესაძლებლობა, რომ ეს მტკიცებულებები მოეპოვებინათ,“ - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმეცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system