თავში

შეიარაღებულებმა "სპარის" მოლარეებს თანხა მოსთხოვეს - შსს

შეიარაღებულებმა "სპარის" მოლარეებს თანხა მოსთხოვეს - შსს
შეიარაღებულებმა სპარის მოლარეებს თანხა მოსთხოვეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩიტაიას ქუჩაზე, სუპერმარკეტ „სპარის“ დაყაჩაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი - 2004 წელს დაბადებული გ.ხ. და 2003 წელს დაბადებული გ.ბ. დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ გლუვლულიანი სანადირო თოფითა და ცივი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულებმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სპარის“ მოლარეებს თანხა მოსთხოვეს, ხოლო ბრალდებულმა გ.ხ.-მ მაღაზიაში შესვლისთანავე იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა. გ.ხ.-მ და გ.ბ.-მ მაღაზიის მოლარეს 300 ლარამდე თანხა წაართვეს, რის შემდეგაც მიმალვას შეეცადნენ, რა დროსაც მაღაზიის შესასვლელთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დააკავა.

სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცების სახით, დანაშაულის ჩადენის იარაღები - გლუვლულიანი სანადირო თოფი და დანა ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system