თავში

შეიძლება უკვე ბანაობს - ადვოკატის ინფორმაციით, ბასილაშვილმა გირაო გადაიხადა

შეიძლება უკვე ბანაობს - ადვოკატის ინფორმაციით, [გირაო გადაიხადა
შეიძლება უკვე ბანაობს - ადვოკატის ინფორმაციით, ბასილაშვილმა გირაო გადაიხადა

ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, სავარაუდოდ, უკვე გათავისუფლდა. 

როგორც დაკავებულის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ report.ge-ს განუცხადა, ჩოგბურთელმა 100 000 ლარის ოდენობის გარო უკვე გადაიხადა. 

"გიდასტურებთ, რომ გირაო გადაიხადა, გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. შეიძლება უკვე ბანაობს" - განაცხადა ჭკადუამ.  

ადვოკატი ამ წუთებში ბასილაშვილების ოჯახთან შესახვედრად მიდის. 

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს აღკვეთის ღონისძიების სახედ 100 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system