თავში

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ექსპერტიზა დასრულდა

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ექსპერტიზა დასრულდა
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ექსპერტიზა დასრულდა

გლდანის ციხეში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანის ექსპერტიზა დასრულდა. ზ.ხ-ს ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გარეგანი დათვალიერების შედეგად არანაირი დაზიანებები არ აქვს.

გიორგი გელხაურის მტკიცებით, არასრულწლოვანი კონფლიქტში არ მონაწილეობდა.

,,ექსპერტის მიერ მოხდა ზ.ხ.-ს დათვალიერება, მან ვერანაირი დაზიანება მის სხეულზე ვერ აღმოაჩინა და არ დააფიქსირა. ექსპერტიზამ უნდა გვიპასუხოს, რამდენად მიზანშეწონილი იყო დღეს მისი დათვალიერება, რამდენად შესაძლებელი იყო, რომ კვალი დარჩენილიყო მის სხეულზე, მაგრამ გიდასტურებთ, რომ არანაირი დაზიანება მას არ აღენიშნება", - განაცხადა გელხაურმა.

ცნობისთვის, ზ.ხ. ბრალდებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში, შაქარაშვილის საქმის იმ ეპიზოდში, რომლის მიხედვით, დაპირისპირება ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებულიგანზრახ მკვლელობის მუხლებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 31 ივლისს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system