თავში

შემოსავლების სამსახური ინფორმციას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური ინფორმციას ავრცელებს
შემოსავლების სამსახური ინფორმციას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“, კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

აღნიშნული სამსახურის განცხადებით, კერძო კომპანიის მიერ ერთი სახეობის ტვირთს, წინასწარ რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაზე რისკების მართვის პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრა.

საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, დეკლარაციებისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე წინასწარ რეგისტრირებული დეკლარაცია და ტვირთის შემოსვლისას წარმოდგენილი თანმხლები დოკუმენტაცია) და ტვირთის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, გამოვლინდა საბაჟო ღირებულების შემცირების ფაქტი, საერთო ჯამში, 35 062,07 ლარის ოდენობით.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system