თავში

შენობაში მყოფებს უთხრა, ნუ გეშინიათ, მე ვიბრძვი თქვენთვის - ადვოკატი

შენობაში მყოფებს უთხრა, ნუ გეშინიათ, მე ვიბრძვი თქვენთვის - ადვოკატი
შენობაში მყოფებს უთხრა, ნუ გეშინიათ, მე ვიბრძვი თქვენთვის - ადვოკატი

შენობაში შესვლისთანავე, იქ მყოფებს უთხრა, "ნუ გეშინიათ, მე ვიბრძვი თქვენთვის", - ამის შესახებ წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის, ლევან ზურაბაშვილის ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჭოჭუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შეიარაღებული არ ყოფილა და ყუმბარის ფორმის სანთებელა ყურადღების მისაპყრობად ეჭირა. 

"შენობაში შესვლისთანავე, თქვა, ნუ გეშინიათ, მე ვიბრძვი თქვენთვის. ყუმბარის ფორმის სანთებელა ყურადღების მისაქცევად ეჭირა, რომ ჟურნალისტების ყურადღება მიექცია. ხელზე ტელევიზიების ნომრები ეწერა, Google-ში მოუძებნია, რომ შიგნით მყოფებს მათთვის დაერეკათ", - განაცხადა გიორგი ჭოჭუამ.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 20 ნოემბერს, 31 წლის დავით ზურაბაშვილი შეიჭრა და  იქ მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მან მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა. 

 საქართველოს პროკურატურამ, ლევან ზურაბაშვილს მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი, საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც  ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system