თავში

შესაძლოა ნიკა მელია დღეს გაათავისუფლონ

შესაძლოა ნიკა მელია დღეს გაათავისუფლონ
შესაძლოა ნიკა მელია დღეს გაათავისუფლონ

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას სავარაუდოდ დღეს დატოვებს.

პოლიტიკოსის გირაო, "დამოუკიდებელმა ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის" გუშინ გადაიხადა.

ფონდსა და სახელმწიფო ხაზინას შორის შუამავალი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო.

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია როდის გაათავისუფლებენ ნიკა მელიას.

"ვერ გეტყვით როდის გაათავისუფლებენ ნიკა მელიას, სანამ პროკურატურა არ მიმართავს სასამართლოს მანამდე არაფერი არ მოხდება. ამ დროისთვის მოლოდინის რეჟიმში ვიმყოფებით",- განაცხადა კონდახიშვილმა report.ge-სთან საუბარში. 

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა report.ge-ს განუცხადა არსებობს მოლოდინი, რომ პროკურატურა ფაქტთან დაკავშირებით ჯერ საჯარო განცხადებას გააკეთებს. 

report.ge დეტალების გარკვევას საქართველოს პროკურატურაში ცდილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system