თავში

შრომის ინსპექციამ ზურაბ ჯაფარიძე დააჯარიმა

შრომის ინსპექციამ ზურაბ ჯაფარიძე დააჯარიმა
შრომის ინსპექციამ ზურაბ ჯაფარიძე დააჯარიმა

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომს შრომის ინსპექციამ 2000 ლარით დააჯარიმა. მისივე თქმით, გააფრთხილეს, რომ განმეორების შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბარის დახურვას არ აპირებს. მისივე განმარტებით, გამოწერილ ოქმს გაასაჩივრებს.

"ჩათვალეს, რომ მე აკრძალულ საქმიანობას ვეწევი, შესაბამისად, მე , ფიზიკური პირი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დამაჯარიმეს 2000 ლარით", - თქვა მან. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ზურაბ ჯაფარიძის ბარში "ჯაფარასთან" რომელიც მან დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნა და კომენდანტის საათის დროსაც მუშაობდა, შრომის ინსპექცია შევიდა.

როგორც ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, ბარის გახსნა მიმართულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system